აშშ-ში სალომე ზურაბიშვილი მომავალ სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანსა და ტრამპის შვილს შეხვდა

აშშ-ში -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს.
“მოხარული ვარ ორი დიდი პატრიოტის – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დაიცვან აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დაამარცხონ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი”, – წერს უილსონი.
გარდა ამისა, უილსონის ცნობით, ზურაბიშვილი მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.
მან ასევე გაიცნო ს შვილიც.
“მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავაცანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოში ბევრი სიკეთისთვის”, – დაწერა უილსონმა.