აშშ-ში თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენს შეეჯახა

ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – -ის არმიის სამი ჯარისკაცი.
პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე.
აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ეცნობა „საშინელი უბედური შემთხვევის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების მუშაკებს „წარმოუდგენელი მუშაობისთვის“