აშშ-ში დაგეგმილ ნატოს სამიტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს

-ში დაგეგმილ ნატოს შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ო'ბრაიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის.
“ველი, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს ამაში მონაწილეობას” , – განაცხადა ო'ბრაიენმა.
მისი თქმით, ჯამში ღონისძიებაში ნატოს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ო'ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრა დააორგანიზოს.
“იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დროში ნახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, მოხარულები ვიქნებით ისინი ნებისმიერ როლში მივიღოთ, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. მაგრამ არის ბევრი არხი, ორივე მხარე ძალიან ეფექტიან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ამ პროცესში მეგობრების ხარისხში ვმონაწილეობთ, რითაც შეგვიძლია დახმარება,” – განაცხადა ო'ბრაიენმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში შორის მყარი მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.
“30-ზე მეტი წლის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, რომ საზღვრის დემარკაციის შესახებ ცოტა ხნის წინანდელი შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო”, – განაცხად ო'ბრაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.
“საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ, ასე რომ ეს შეთანხმებული ძალისხმევები არ არის. სომხეთი მიისწრაფვის უფრო სტაბილური სახელმწიფო გახდეს. ვფიქრობ, კერძოდ, პარტნიორად, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. ვინაიდან, ს დახმარება ხშირად გარკვეული პირობებითაა და გავლენით, რომელიც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე”, – განაცხადა ო'ბრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ