-ში გამოსცადეს კონტინენტთაშორისი რაკეტა Minuteman III

აშშ-ში საცდელი ფორმით, დატენვის გარეშე გაუჭვეს კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტა Minuteman III – იუწყება -ის კოსმოსური ძალების სამმართველო.
რაკეტა გაუშვეს 5 ნოემბერს, კალიფორნიის შტატში მდებარე სამხედრო-კოსმოსური ბაზიდან, მან 6700 კილომეტრის მასშტაბით იფრინა მარშალის კუნძულებზე მდებარე საცდელ პოლიგონამდე.
როგორც იუწყებიან, საცდელი ფრენის დროს ამოწმებდნენ რაკეტის საიმედოობას, ოპერატიულ მზაობასა და სიზუსტეს.
Minuteman III მყარი საწვავის მომხმარებელი რაკეტაა, რომელიც 36 ტონას იწონის. აშშ-ის არსენალში ის 1970 წელს მიიღეს. ამჟამად გამოყენებაშია ამ ტიპის 400-მდე რაკეტა, რომლებსაც რეგულარულად უტარდება მოდერნიზაცია.
ეს არის ამერიკული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოცდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს განაახლოს ატომური ცდები. პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი გაშვება წელიწადში რამდენჯერმე ხდება და ის არ უკავშირდება საგარეო ფაქტორებს. ბოლო სწავლება იყო მაისში, შარშან გამოცდა ორჯერ ჩატარდა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმაც ჩაატარა გამოცდათა სერია, მათ შორის რაკეტების – “ბურევესტნიკი”, “იარსი” და “სინევა” გაშვებით, ასევე გამოიცადა წყალქვეშა აპარატი “პოსეიდონი”.

ასევე დაგაინტერესებთ