აშშ-ში ბრალი წარუდგინეს Smartmatic-ს, რომლის ტექნოლოგიებითაც არჩევნები საქართველოშიც ჩატარდა

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ფლორიდაში 16 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს სავარაუდო ქრთამის საქმეზე, რომელიც ეხებოდა კომპანიის სამ ყოფილ აღმასრულებელ პირს.
პროკურორების განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა 2015-2018 წლებში $1 მილიონის ოდენობის ქრთამი გადასცეს ფილიპინების ყოფილ საარჩევნო მაღალჩინოსანს, რომელიც საქმეში ასევე დაცვის მხარეს წარმოადგენს.
თავის მხრივ, Smartmatic-მა განაცხადა, რომ კომპანიის აზრით, “ფლორიდის სამხრეთ ოლქის -ს პროკურორის სამსახური შეცდომაში შეიყვანეს და მათზე ძლიერმა ინტერესებმა პოლიტიკური გავლენა იქონიეს, მთავრობასთან ჩვენი ექსტენსიური თანამშრომლობის მიუხედავად. კიდევ ერთხელ, ეს მიზანმიმართული, პოლიტიკური და არასამართლიანია.”
გავრცელებული ინფორმაციით, ქრთამების გადახდა მოხდა საიდუმლო ფონდიდან, რომელიც ფილიპინებში 2016 წლის სთვის საარჩევნო ტექნოლოგიების ზედმეტად შეფასების მეშვეობით შეიქმნა, რის შემდეგაც ქრთამების გადახდა ფინანსურ დოკუმენტებში დამალეს კოდური ენის გამოყენებით.
პარალელურად, Smartmatic სასამართლოში Fox Corp-სა და მის კომენტატორებს $2.7-მილიარდიანი ზარალისთვის უჩივის კომპანიის შესახებ გაკეთებული სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, რომ თითქოს Smartmatic-ის აპარატების მეშვეობით 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
Fox ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ Smartmatic-ის წინააღმდეგ ღირებული ბრალდებების გაშუქება სამართლიანი და დაცული იყო აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.
ცნობისთვის, Smartmatic-ის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოშიც ჩატარდა ჯერ 2024 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Smartmatic-ის აღმასრულებელ პირებს ბრალი 2024 წლის 8 აგვისტოს წარუდგინა, რასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც მ წინასაარჩევნო პერიოდში მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას “საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს.”
ცესკო ხაზს უსვამდა, რომ ბრალის ადრესატ პირებს “არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა არ ჰქონდათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან.”
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა.” – წერდა ცესკო გასული წლის აგვისტოში.