აშშ-ში, ბებიასთან გაგზავნილი 6 წლის ბავშვი, ავიარეისების არევის გამო, დანიშნულების ადგილიდან 260 კილომეტრის მოშორებით გაამგზავრეს

ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტამდე – ეს ის მარშრუტია, რომლითაც 6 წლის ამერიკელი კასპერი ბებიასთან უნდა ჩასულიყო, თუმცა, ბავშვი, რომელიც მარტო მგზავრობდა, შეცდომით, სხვა რეისზე აღმოჩნდა. შედეგად, ის ორლანდოში, დანიშნულების ადგილიდან 260 კილომეტრის მოშორებით ჩაფრინდა.
როგორც BBC წერს, როდესაც ბებიამ აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავი დაეშვა, თუმცა, მასში თავისი შვილიშვილი არ იყო, პანიკაში ჩავარდა.
საბედნიეროდ, კასპერმა ორლანდოში ჩასვლისთანავე მოახერხა ბებიასთან დარეკვა და ქალი შვილიშვილთან თავად გაემგზავრა.
ავიაკომპანიაში, რომელმაც ბავშვი შეცდომით ამგზავრა სხვა რეისით, აცხადებენ, რომ შიდა მოკვლევა დაიწყეს. კომპანია მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“