აშშ ფხენიანს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინაში ჯარს გაგზავნიან, საზარბაზნე ხორცის ბედი ელით

პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატ რაიდერმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ თუ ში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ საზარბაზნე ხორცად გამოიყენებს.
“მე რომ ვყოფილიყავი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის ხელმძღვანელი, ეჭვქვეშ დავაყენებდი უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომში ჩემი ძალების საზარბაზნე ხორცად გაგზავნას.” – თქვა -ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა და კიმ ჩენ ინს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ორივე ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ.
შეთანხმების მიხედვით, თუ რომელიმე მხარე მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შედეგად ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება, მეორე მას უნდა დაეხმაროს სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერით, ხელთ არსებული ყველა საშუალებით, შეყოვნების გარეშე.
ხელშეკრულებაში ნახსენები არ იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და არც პირდაპირი მანიშნებელი არსებობს, რომ ფხენიანი საკუთარი სამხედროების გაგზავნას აპირებს. თუმცა, სამხრეთკორეულმა არხმა Chosun-მა მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთი უკრაინაში სამხედრო ინჟინრების გაგზავნას აპირებს.
ფხენიანი რუსეთს 2023 წლიდან შეიარაღებით ამარაგებს, თუმცა არასდროს გაუგზავნიათ სამხედროები.