უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განმარტებით, პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში შევა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
კერძოდ: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები; რაკეტები Stinger-ებისთვის; საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის; 155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვები; Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანები; საპატრულო ნავები და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ