ნატო უკრაინას აშშ-ზე ნაკლებად ეხმარება, ნატოს ქვეყნები აშშ-სთან უნდა გათანაბრდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ვეხმარებით, ვიდრე ნატო. არავინ გვყავს [ხელისუფლებაში], ვისაც პატივს სცემენ და დაჟინებით იმას მოითხოვენ, რომ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. არასწორია, ნატო უნდა გათანაბრდეს და ახლავე. და ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ”, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან ნატო “ძლიერი გახადა” და ალიანსის წევრებს მეტის გადახდას აიძულებდა, რათა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ის მიზნობრივ მაჩვენებლებამდე მიეღწიათ.
„როდესაც 20 ქვეყანას ვუთხარი, რომლებიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდნენ, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ გექნებათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც აშშ ანგარიშებს იხდიდა, ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როდესაც არ შემიძლია თქმა: “უნდა გადაიხადოთ”, ისინი ისევ ძველს დაუბრუნდნენ”, – წერს ტრამპი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/IMG_6037-750x375-oYVpVB-300x150.jpeg)