აშშ უკრაინას იარაღის ახალ პარტიას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 3 ივლისს პენტაგონმა გამოაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში შეიძენს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტების დამჭერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot და NASAMS.
გარდა ამისა, მიიღებს კიდევ 150 მილიონი დოლარის იარაღს. მათ შორის რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის HAWK, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვებს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 53,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
მას შემდეგ, რაც 3 ივლისს, ქალაქ დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად კიდევ 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს ისევ მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის დასახმარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ