ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს ვენესუელის „მზეთა კარტელს“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს 24 ნოემბრიდან უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს ვენესუელის Cartel de los Soles(მზეთა კარტელი), რომელსაც ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კარტელს ხელმძღვანელობენ „ნიკოლას მადურო და მისი უკანონო რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები, რომლებმაც მოისყიდეს სამხედროები, დაზვერვა და საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები“.
სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ მადურო და მისი თანამზრახველები არ წარმოადგენენ ვენესუელის კანონიერ მთავრობას.
ვაშინგტონი კარტელს ადანაშაულებს ძალადობაში და -სა და ევროპაში ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაში. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ კვლავ გამოიყენებს ყველა საშუალებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასცავად და ნარკოტერორისტების რესურსებისა და დაფინანსების აღსაკვეთად.
2025 წლის ივლისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის კარტელს სანქციები დაუწესა, ტერორისტულ ორგანიზაციად მისი გამოცხადება კი ვაშინგტონს აძლევს უფრო აგრესიული, მათ შორის სამხედრო მეთოდებით მოქმედების შესაძლებლობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ტერორისტად გამოცხადდება ნიკოლას მადუროც, რადგან აშშ პირადად მას ადანაშაულებს კარტელის ხელმძღვანელობაში. მადურო ამას კატეგორიულად უარყოფს.
ბოლო ხანს ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც ვაშინგტონის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. ამერიკული მედიის თანახმად, შეერთებულ შტატებს შემუშავებული აქვს მოქმედების რამდენიმე გეგმა, მათ შორის ვენესუელის ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შესაძლო, ძალისმიერი მეთოდებით ჩამოშორება.
14 ნოემბერს პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთი ნახევარსფეროს დასაცავად.
15 ნოემბერს მადურომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს მიმართა, არ დაუშვან ომი კარიბის ზღვის აუზში, რადგან ეს მთელი ამერიკისთვის ტრაგედია იქნება.
16 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშუალოდ ვენესუელაზე დარტყმის არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, მადუროს საუბარი სურს და ის შესაძლოა, შედგეს.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. მას წლებია ს გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო ს გაყალბებაში დაადანაშაულა 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
მადუროს, რომელიც ს მხარდაჭერით სარგებლობს, აშშ ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს.
ფორუმი