აშშ 2027 წლისთვის შეიარაღებული ძალებისთვის $1.5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.
„სენატორებთან, კონგრესმენებთან, მდივნებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, განსაკუთრებით ამ მეტად მშფოთვარე და სახიფათო დროში, ჩვენი 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს არა $1 ტრილიონი დოლარი, არამედ $1.5 ტრილიონი დოლარი. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ „ოცნების არმია“, რომლის ქონის უფლებაც დიდი ხანია გვაქვს და რაც მთავარია, ეს დაგვიცავს და უსაფრთხოდ გვამყოფებს ნებისმიერი მტრისგან.
სხვა ქვეყნებიდან ტარიფების სახით შემოსული უზარმაზარი თანხები რომ არა — ქვეყნებისგან, რომელთაგანაც ბევრი წარსულში არნახული მასშტაბით „ძარცვავდა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე დავჯერდებოდი 1 ტრილიონ დოლარს. ტარიფების და მათ მიერ მოტანილი უზარმაზარი შემოსავლის წყალობით (თანხების, რომელთა გამომუშავებაც წარსულში წარმოუდგენელი იქნებოდა, განსაკუთრებით სულ რაღაც ერთი წლის წინ, „მძინარე“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო!), კჯ ჩვენ შეგვიძლია ადვილად მივაღწიოთ $1.5 ტრილიონ დოლარს სამხედრო ხადჯებისთვის.
ამავდროულად, ჩვენ შევქმნით შეუდარებელ სამხედრო ძალას, გვექნება ვალების დაფარვის შესაძლებლობა და ასევე გადავუხდით მნიშვნელოვან დივიდენდებს ჩვენი ქვეყნის საშუალო შემოსავლის მქონე პატრიოტებს“ – წერს დონალდ ტრამპი.




