აშშ-ს 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.22%-მდეა შემცირებული

TBC კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მაისში, -ის სამრეწველო წარმოება 0.9%-ით გაიზარდა, რაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა და გამოწვეულია წარმოების სექტორის ბოლოდროინდელი გამოცოცხლებით. ამავდროულად, ევროზონის წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეში, 2.6%-ს მიაღწია, აპრილის 2.4%-თან შედარებით, რითაც კიდევ უფრო დაშორდა ECB-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს.
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა არაერთგვაროვნად იცვლება. 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.22%-მდეა შემცირებული, 30-წლიანისა კი – 4.35%-მდე გაიზარდა. ობლიგაციების შემოსავლიანობა სუსტი ეკონომიკური ზრდისა და ECB-ის მიერ განაკვეთების შემცირების ფონზე ეცემა, თუმცა, ფრანგული 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობის სტაბილურობა მიუთითებს ბაზრის სიფრთხილეზე საფრანგეთში არჩევნების წინ.
ყაზახეთისა და რუმინეთის სუვერენული ობლიგაციები კარგად გამოიყურება, მაგრამ უზბეკეთის ობლიგაციებზე ფასები ეცემა. Fitch Ratings-მა ყაზახეთს BBB საკრედიტო რეიტინგი დაუმტკიცა, სტაბილური პერსპექტივით, რაც მიუთითებს ზომიერ საკრედიტო რისკსა და სტაბილურობაზე ახლო ვადაში.

ასევე დაგაინტერესებთ