-ს ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ამერიკის საფონდო ბირჟებიდან ჩინური აქციების დელისტინგზე თანახმაა

აშშ-ს ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ამერიკის საფონდო ბირჟებიდან ჩინური აქციების დელისტინგზე თანახმაა
-ს ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი, ამერიკის საფონდო ბირჟებიდან ჩინური აქციების დელისტინგზე თანახმაა.
მისი თქმით, აშშ-ის საფონდო ბირჟებს ამის ყველა შესაძლებლობა აქვს, მაშინ, როცა ჩინეთი “არაპატიოსანი” სავაჭრო პარტნიორია.
ბესენტმა ასევე უპასუხა ჩინეთის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ამერიკის ახალ 104%-იან ტარიფებს, 84%-იანი ტარიფებით უპასუხებს.
„მგონია, რომ ეს სამწუხაროა, რადგან ჩინურ მხარესთან, მოლაპარაკებას ფაქტობრივად არ ვაპირებთ, ისინი საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მთავარი წესების დამრღვევები არიან“, — განაცხადა ბესენტმა Fox-თან ინტერვიუში.
ბესენტმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, არ მიმართოს საკუთარი ვალუტის დევალვაციას, რადგან ეს დაწესებული ტარიფების კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.
Reuters-ი ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პეკინი არ აპირებს დევალვაციის გამოყენებას. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ქვეყნის სახელმწიფო ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დოლარის შესყიდვა შეამცირონ, რითაც ეროვნული ვალუტის გამყარების იმედი აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა