-ს ძალიან არსებითი პასუხი ექნება, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს – ტრამპი

აცხადებს, რომ -ს „ძალიან არსებითი“ პასუხი ექნება, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ვაშინგტონი მნიშვნელოვან რეაგირებას მოახდენს, თუ კანადა გააგრძელებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების შესრულებას.
„ისინი თუ ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გავაკეთებთ, რადგან შეგვიძლია. ჩვენ გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა ჩინეთთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩინეთმა კანადა დაიპყროს. თუ ისინი იმ შეთანხმებას მიაღწევენ, რომლის დადებასაც ის ცდილობს, ჩინეთი კანადას დაიპყრობს და პირველი, რასაც ისინი გააკეთებენ, ჰოკეი აღარ იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge