აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი დაუჭირა

-ს სენატმა უკრაინის, ს, ტაივანისა და მისი მიმდებარე რეგიონის სამხედრო დახმარების პაკეტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა.
დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 კი წინააღმდეგი იყო. სენატმა, ისევე, როგორც გასულ დღეებში წარმომადგენელთა პალატამ, განიხილა 4 კანონპროექტი: უკრაინის დახმარების, ისრაელის დახმარების, ტაივანისა და წყნაროკეანეთის რეგიონის დახმარების და აშშ-ს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტის.
მეოთხე კანონპროექტის მეშვეობით აშშ-ში შესაძლებელი ხდება სოციალური ქსელი TikTok-ის აკრძალვა და ამას გარდა სთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და მათი მეშვეობით უკრაინის დახმარება.
აქამდე, 20 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიღებით უკრაინისთვის გამოიყოფა 61 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება, რაც სთვის ახლა, როცა ბრძოლის ველზე ინიციატივა რუსეთის მხარეს გადავიდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გასულ დღეებში, სანამ ქვედა პალატა დახმარებას მხარს დაუჭერდა, მრავალხნიანი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე, თუმცა ერთდროულად განიხილავდა 4 კანონპროექტს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნაროკეანეთის დახმარებას, ასევე აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტებს.
აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.
მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.
როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.