აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი კობახიძეს ესაუბრა

-ს სახელმწიფო მდივნის, ს მრჩევლის, დერეკ შოლეს თანახმად, ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ს და განუმტკიცა აშშ-ს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების “მტრული რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერის” გამო. შოლეს თქმით, ეს რისკს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
“დღეს ირაკლი განვუმტკიცეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.
აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს”, – წერს შოლე სოციალურ ქსელში.
Reinforced to @PM_Kobakhidze today our concern for Georgia's current trajectory – the Government's hostile rhetoric and support of antidemocratic legislation places Georgia's Euro-Atlantic future at risk. The United States urges the Georgian government to recommit Georgia to the… — Derek Chollet (@CounselorDOS) May 2, 2024
1-ელ მაისს, პარლამენტში რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისა და პარლამენტის წინ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის პარალელურად, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გააგრძელა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, სა და პარტიის სხვა ლიდერების რიტორიკა იმის შესახებ, თითქოს ქვეყანას ებრძვის გაურკვეველი ძალა, ე.წ. გლობალური ომის პარტია.
პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ დასავლეთში არსებული გარკვეული ძალები ქვეყანაში პოლარიზაციას და დესტაბილიზაციას ცდილობენ. კობახიძის ლოგიკით, სწორედ ამ “საფრთხეების” შესაჩერებლადაა საჭირო რუსული კანონი, რომლის მიღებას, “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ