აშშ-ს საელჩო: ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს – რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა

ამერიკის საელჩო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის ევროპის ჩემპიონატზე “ამაღელვებელი თამაშისთვის”.
“ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.