-ს მშვიდობის ინსტიტუტის შენობას დონალდ ტრამპის სახელი დააწერეს

აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტის შენობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი დაემატა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა და ტრამპს “სახელმწიფოს ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებელი” უწოდა.
ინიციატივას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მხარს უჭერს და X-ზე წერს, რომ “ტრამპი ისტორიაში მშვიდობის პრეზიდენტად შევა”.
მისი თქმით, “ეს ნაბიჯი სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ამის ნათელყოფას ემსახურება”.
თეთრ სახლში რუანდისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების მშვიდობის შეთანხმებაზე შეხვედრის დროს, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის ამ შენობაზე მისი სახელის ხილვა დიდი პატივია.
ტრამპის ადმინისტრაციამ წელს მშვიდობის ინსტიტუტის სტრუქტურის დაშლა სცადა, თანამშრომლების უმეტესობა გაათავისუფლა და იურიდიული დავაც დაიწყო. სასამართლომ თავდაპირველად დაადგინა, რომ მთავრობის ჩარევა უკანონო იყო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შეჩერება დაუშვა, რის გამოც შენობა დღემდე მთავრობის კონტროლქვეშ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…