აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინელი აქტივისტები შენობის დაკავებას ცდილობენ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, -ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ძალით დაკავება დაიწყეს. X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ამსხვრევენ აქციის მონაწილეები შენობის ფანჯრებს და მასში შეჭრას ცდილობენ.
BREAKING:

Masked students have broken into and stormed Hamilton Hall.

It's the first building at Columbia University to be occupied.

The police is nowhere to be seen pic.twitter.com/46kDZkbB1v— Visegrád 24 (@visegrad24) April 30, 2024
BREAKING:

Masked students are now breaking into the Hamilton Hall at Columbia University, occupying the building.

Major escalation! pic.twitter.com/dnOqXw42f5— Visegrád 24 (@visegrad24) April 30, 2024
BREAKING:

Anti-Israel protesters are physically assaulting Jewish students at Columbia University.

One of the students tells a masked protester “what you are doing is 100% an assault”

The police is nowhere to be seen pic.twitter.com/ABnXqSsm6C— Visegrád 24 (@visegrad24) April 30, 2024
BREAKING:

Masked students are now also smashing windows and breaking into John Jay Hall at Columbia University.

It's the second building to be occupied on campus after Hamilton Hall.

Via @ViralNewsNYC pic.twitter.com/omKQ12Yrpe— Visegrád 24 (@visegrad24) April 30, 2024
უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინური დემონსტრაციები მიმდინარეობს, რასაც ასობით სტუდენტისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის წევრების დაკავება მოჰყვა.
დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კარვები 17 აპრილიდან გაშალეს და მრავალდღიანი, განუწყვეტელი პროტესტი დაიწყეს. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ს სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებენ და უნივერსიტეტს მოუწოდებენ, ბიზნეს საქმიანობაში არ ჩაერთოს იმ კომპანიებთან, რომლებიც, მათი აზრით, ომს უჭერენ მხარს.
მოგვიანებით, 22 აპრილს, კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტში პირისპირ სწავლება შეწყდებოდა. ამასთანავე, New York Times-ის ცნობებით, კამპუსის ტერიტორიაზე კოლუმბიის უნივერსიტეტთან არანაირი კავშირის მქონე პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც ებრაელ სტუდენტებს მიზანში იღებდნენ და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
ბოლო გადაწყვეტილებით, კოლუმბიის უნივერსიტეტმა იმ სტუდენტების სტატუსის შეჩერება დაიწყო, რომლებიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწოდების მიუხედავად, კამპუსზე გაშლილ კარვებს არ ტოვებენ. უნივერსიტეტი სტუდენტებს ადმინისტრაციული სასჯელით იმ შემთხვევაში დაემუქრა, თუკი ისინი უნივერსიტეტის ტერიტორიას 30 აპრილს ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათამდე არ დატოვებდნენ.
ვადის გასვლიდან რამდენიმე საათში კოლუმბიის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტმა ბენ ჩანგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტების ადმინისტრაციული სასჯელით დასჯის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, სტუდენტები მიმდინარე სემესტრის დასრულებას, ან უნივერსიტეტის დამთავრებას, ვერ შეძლებენ. ამასთანავე, მათ კამპუსებსა და აკადემიურ შენობებში შესვლა აეკრძალებათ.
დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის დაკავების პროცესი სწორედ ადმინისტრაციის ამ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყეს. პარალელურად, პროპალესტინური აქციები აშშ-ს სხვა რამდენიმე უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს. ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება სცადა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
BREAKING:

Students are throwing bottles and other objects at the police after having stormed and taken the Cabell Library Building at Virginia Commonwealth University in Richmond.

Police moving in to make arrests pic.twitter.com/OaPmYZyx7T— Visegrád 24 (@visegrad24) April 30, 2024