აშშ-ს ეროვნული გვარდიის ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლო სამოქალაქო არეულობის გამო

აშშ-ს ეროვნული გვარდიის ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლო სამოქალაქო არეულობის გამო, – ამის შესახებ CNN იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ეროვნული გვარდიის მიერ ს წინა დღეს სამართალდამცავი ძალების გაძლიერების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვაშინგტონის, ორეგონისა და ნევადის შტატებში საარჩევნო უბნებზე სულ მცირე სამი ყუთის დაწვასთან დაკავშირებით.