აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება წიაღისეულის გარშემო ძალაშია ტრამპსა და ზელენსკის დაპირისპირების მიუხედავად

აშშ და აგრძელებენ მოლაპარაკებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე -ის წვდომის საშუალების მიცემის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ს შორის.
ამის შესახებ სააგენტო AFP-ს აცნობა კიევში წყარომ.
ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გააორმაგეს უკრაინის პრეზიდენტზე შეტევა მას მერე, რაც ტრამპმა მას „დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ომი. აშშ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორი იყო საფინანსო, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით 2022 წლის თებერვალში მის ტერიტორიაზე ს არმიის შეჭრის შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა შეაფასეს როგორც არაპროვოცირებული და უკანონო აგრესიული ომი.
უკრაინელმა მოხელემ, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, AFP-ს აცნობა, რომ 21 თებერვალს „გრძელდებოდა“ მოლაპარაკება აშშ-ის შემოთავაზებაზე შესაძლო თანხმობის გარშემო. კიევმა უარყო ტრამპის გუნდის პირველი მცდელობა უკრაინის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებაზე და განაცხადა, რომ ის არ შეიცავს სთვის უსაფრთხოების გარანტიებს, რამაც ტრამპი გააბრაზა.
„ხდება პროექტების მუდმივი გაცვლა, გუშინ კიდევ ერთი გავაგზავნეთ,“ – თქვა წყარომ კიევში და დასძინა, რომ ახლა უკრაინა ელის პასუხს ამერიკიდან.
ტრამპის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკ უოლცმა უკრაინას 20 თებერვალს საჯაროდ ურჩია „ყურადღებით გადახედოს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას.“ მისი თქმით, ტრამპი იმედგაცრუებული იყო ზელენსკის მიმართ იმის გამო, რომ მან „არ ისურვა მოლაპარაკება და არ ისურვა შესაძლებლობა გამოეყენებინა, რომელიც შევთავაზეთ,“ თქვა უოლცმა.
ტრამპს სურს, რომ უკრაინამ აშშ-ის კომპანიები დაუშვას უკრაინის საბადოებზე იმ მილიარდობით დოლარის დახმარების კომპენსაციის სახით, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოუყო კიევს. მაგრამ უკრაინა ესწრაფვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას აშშ-სგან მისი ბუნებრივი უმნიშვნელოვანესი წიაღისეულის საბადოებზე დაშვების სანაცვლოდ.
უკრაინას ასევე სურს ნატოს წევრობა ან დასავლეთის ჯარის განთავსება და თანამედროვე იარაღი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩარჩოებში.
ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ არ „გაჰყიდის“ უკრაინას აშშ-თან ნებისმიერ შეთანხმებაზე.