აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, არაფერია ცნობილი.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.