-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება ხელოვნურად ხდება – მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ვარშავაში -ის ელჩსა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერს, ვლოძიმეჟ ჩაჟასტის შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება ხელოვნურად ხდება.
„ძველი სიყვარული არასდროს იჟანგება. რადგან ჩვენ ვიცით, ვის ეხმარება ძველი კომუნისტი ვლოძიმეჟ ჩაჟასტი აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭებით. ყველა, ვინც მას უჭერს მხარს, პოლონეთის უსაფრთხოებას საბოტაჟს უქმნის. თავად აირჩიეთ“, – წერს მორავეცკი.
ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ინიციატივას, რომელიც დონალდ ტრამპის 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა, რომ შტატები არავის მისცემს უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…