აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ სატრანზიტო დერეფანზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს – Reuters

მშვიდობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის წყაროების ცნობით ვაშინგტონში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის დროს, 8 აგვისტოს უნდა გაფორმდეს, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.