, სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას კიდევ 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას დამატებით 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს, – ამის შესახებ -ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსის“ გადაცემა The Ingraham Angle-ში ინტერვიუს დროს, ნოემმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აფართოებს სამოგზაურო აკრძალვის მქონე ქვეყნების სიას.
კრისტი ნოემს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ აკრძალვა 30-ზე მეტ ქვეყანას შეეხება.
„კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ ეს 30-ზე მეტი ქვეყანაა და პრეზიდენტი აგრძელებს ქვეყნების შეფასებას“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.
დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აკრძალა 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლა და შეზღუდვები დააწესა კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს ქვეყნებია ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან მგზავრობის ნაწილობრივი შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ