აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს. ამის შესახებ განცხადებას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია დან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე.
ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე.
დამატებით აშშ-მა სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება.
სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება