აშშ რუსეთს მოუწოდებს უკრაინასთან „კეთილსინდისიერი დიალოგისკენ“

28 მაისს სატელეფონი საუბარი შედგა -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტამი ბრიუსის ინფორმაციით, მარკო რუბიო მიესალმა რუსეთისა და უკრაინის მიერ 1000-1000 ტყვის გაცვლას და გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება სთან „კონსტრუქციული, კეთილსინდისიერი დიალოგისკენ“, რაც ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლავროვმა რუბიოს ინფორმაცია მიაწოდა რუსული მხარის მიერ კონკრეტული წინადადებების მომზადებაზე უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, რომელიც სტამბოლში გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 28 მაისს გამოაცხადა, რომ რუსულმა მხარემ „ოპერატიულად“ შეიმუშავა მემორანდუმი და მოსკოვის დელეგაცია, პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით, მზად არის მემორანდუმი უკრაინულ მხარეს 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე წარუდგინოს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ს დელეგაციას ხელმძღვანელობს, 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ მემორანდუმის მომზადებას აჭიანურებდა, ახლა კი უკრაინისთვის დოკუმენტის გადაცემას აჭიანურებს.
უმეროვის ინფორმაციით, პირადად მან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ მედინსკის უკვე გადასცა დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პოზიციას ასახავს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა ადასტურებს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტისა და შემდგომი დიპლომატიური მუშაობისთვის მზადყოფნას, არ ეწინააღმდეგება რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ელოდება მათ მემორანდუმს, რომელსაც მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე უნდა გაეცნონ. უმეროვის თანახმად, შეხვედრებს შედეგი უნდა მოჰყვეს და ამისთვის მათი კარგად მომზადებაა აუცილებელი.
სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებდა.
ფორუმი