აშშ: რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტები, სურს რაკეტები შეიძინოს ირანისგან

თეთრმა სახლმა 4 იანვარს გამოაცხადა, რომ -ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთი კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას ში წარმოებულ ომში გამოსაყენებლად.
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ს თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. ს ძალებმა მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს – ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ “აქტიურად მიიწევს წინ”.