დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა ყველა საიმიგრაციო გაცხადების განხილვა 19 ქვეყნის მოქალაქეებისგან, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან სულ რამდენიმე კვარტლის დაშორებით, ესროლეს ეროვნული გვარდიის ორ ჯარისკაცს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მემორანდუმში.
ამ ქვეყნებში შედიან ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენის, ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის მოქალაქეები.
CBS News-ის ცნობით, აკრძალვა ვრცელდება ყველა ფორმასა და ნებისმიერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე (დამტკიცება, უარი), ასევე აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად დადებული ფიცის დადების ცერემონიაზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ განმცხადებლებმა უნდა გაიარონ ხელახალი შემოწმების პროცესი, მათ შორის მეორე ინტერვიუ, რათა სააგენტომ „სრულად შეაფასოს ეროვნული უსაფრთხოების ყველა მუქარა“. გარდა ამისა, მემორანდუმი მოითხოვს იმიგრაციის შეღავათების უკვე დამტკიცებული მოთხოვნების გადახედვას.
ეროვნული გვარდიის მეომრებზე თავდასხმა 2025 წლის 26 ნოემბერს მოხდა, ერთი დღით ადრე მადლიერების დღემდე, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქე იყო, „ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომლებიც 2021 წელს ქვეყანაში მასობრივად შეუშვეს და შემოწმების გარეშე დარჩნენ“. საუბარია ავღანელებზე, რომლებიც ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადავიდნენ შეერთებულ შტატებში.
მეორე დღეს USCIS-მა გამოაცხადა, რომ აჩერებს ავღანეთის მოქალაქეებისგან იმიგრაციის თაობაზე ყველა განაცხადის დამუშავებას. Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელმა 2024 წლის დეკემბერში მოითხოვა შეერთებულ შტატებში თავშესაფარი და მისი განაცხადი 2025 წლის 23 აპრილს დააკმაყოფილეს – სამი თვეში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ფორუმი




