აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადო

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, ვეტო მესამედ დაადო და გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ რეზოლუცია ძირს უთხრის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.
”ნებისმიერმა ქმედებამ, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, ხელი უნდა შეუწყოს და არა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს, რეალურად უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. ცეცხლის დაუყოვნებელი უპირობო შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებას მოსთხოვს, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. ამის ნაცვლად, მან, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, – განაცხადა გაერო-ში -ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.
აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ალჟირის მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცების წინააღმდეგი წავიდა, გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, 13 ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარეებს მოუწოდებს ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება და მოუწოდებს ისრაელს, ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი შეტევა არ განახორციელოს.

ასევე დაგაინტერესებთ