აშშ-მა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას მედია საშუალებები პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
პაკეტი აშშ-ის მხრიდან ბოლო დაფინანსებაა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო უკრაინისთვის კონგრესის მხრიდან ახალი დამტკიცების გარეშე, სადაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებითი, 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დაფინანსება დაემტკიცებინა. მიუხედავად იმისა, რომ ს შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას აშშ-ის კონგრესში ფართო მხარდაჭერა აქვს, „რესპუბლიკელებმა“ შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმება შეაჩერეს, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ნებისმიერი სამხედრო დახმარების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ