-მა უკრაინას 20 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო რუსეთის გაყინული აქტივებიდან

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინას გამოუყო 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი.
ეს თანხა დაიფარება დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივებიდან. -ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ კიევისთვის ამ სახსრების გამოყოფა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად.
ეს თანხა ნაწილია იმ 50 მილიარდი დოლარისა, რომლის გარშემო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეთანხმდნენ. ადრე ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინას 35 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყოს რუსეთის გაყინული აქტივებიდან.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გაუყინეს 300 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის აქტივები, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაში ინახება. შარშან ევროკავშირში შემოსავალმა რუსეთის სახსრებიდან 3 მილიარდი შეადგინა. 2024 წელს ევროკავშირმა დაიწყო უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებით შემოსული თანხების გადარიცხვა.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი აქტივების უკრაინისთვის გადარიცხვის კატეგორიული წინააღმდეგია და გააფრთხილა ისინი, ვინ ამ პროცესთანაა დაკავშირებული, რომ სასამართლოში უჩივლებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!