აშშ-მა უკრაინას ახალი 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის მთავრობამ ს გამოუყო 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ HIMARS MLRS-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ახალი პაკეტი ასევე მოიცავს:
· საზენიტო რაკეტა „სტინგერებს“;
· 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი ჭურვები;
· TOW-ის სისტემის რაკეტები;
· ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს „ჯაველინებსა“ და AT-4-ებს;
· ცეცხლსასროლის იარაღის 15 მილიონზე მეტ ტყვიას;
· და ასევე ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებსა და სამედიცინო აღჭურვილობას
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის დახმარების გაგრძელებას 2026 წლის ბოლომდე. ეს საშუალებას იძლევა გადაურიცხონ უკრაინას 300 მილიონი დოლარი 2024 წლის 30 სექტემბრამდე ანუ ფინანსური წლის დასრულებამდე და შემდეგაც. პროგრამა შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინისთვის იარაღის წარმოებისთვის და არა ამერიკული მარაგებიდან სამხედრო ტექნიკის პირდაპირი მიწოდებისთვის.
თუმცა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია, ჯერ კიდევ არ მიუღია კონგრესს. პაკეტი გულისხმობს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას, ასევე თანხებს სა და ტაივანისთვის, ღაზის სექტორის დახმარებისთვის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის გაძლიერებისთვის.
6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ 175 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ. საერთო ჯამში, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.