აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს 32 კილომეტრიანი ზანგეზურის კორიდორის მართვა 100-წლიანი იჯარის პირობებით შესთავაზა

ამასობაში კი დიდი ამბავია კავკასიის რეგიონში – სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების მთავარ მედიატორად და ზანგეზურის კორიდორის გახსნის ინიციატივით თავად გამოდის და მხარეებს მნიშვნელოვან თანამშრომლობას სთავაზობს, წერს ,,ალფა სიხშირე”
აშშ მზადაა ზანგეზურის კორიდორის მართვა თავის თავზე აიღოს- ამის შესახებ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა.
დიპლომატის თქმით, აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს 32 კილომეტრიანი ზანგეზურის კორიდორის მართვა 100-წლიანი იჯარის პირობებით შესთავაზა- „ამ გზით ორივე მხარეს შეეძლება ამ კორიდორის გამოყენება,“ — აღნიშნა ელჩმა.
ტომ ბარაკმა ასევე განაცხადა, რომ ამ წინადადების ძირითადი მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების წინ წაწევის ხელშეწყობა.
ბარაკის კომენტარები პირველი ოფიციალური დადასტურებაა იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს შესთავაზა კორიდორის მართვა ამერიკული კერძო კომერციული ოპერატორის მეშვეობით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნეიტრალური გარანტის როლს შეასრულებს .
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ როგორც ერევანში, ასევე ბაქოშიც ამ წინადადებას დადებითად აფასებენ, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ეს მოდელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი კომპრომისი, რომელიც ორივე ქვეყნის მთავარ ინტერესებს არ შეზღუდავს და საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს ორივე მათგანისთვის უზრუნველყოფს.(ალფა სიხშირე)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ