-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი -ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს.
„გენერალური ლიცენზია ტრანზაქციების განხორციელების ნებართვას იძლევა, რაც ფაქტობრივად სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხსნის“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავდა.
„სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან – ნამდვილად მნიშვნელოვან – ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ერ–რიადში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას