აშშ-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო

-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში
30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი ს წინააღმდეგ ზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას, რადგან ისწრაფვიან გააგრძელონ საქართველოს უნარის გაძლიერება, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა:
“ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის 2025 წელს AGILE SPIRIT-ს”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა 23 მაისს დააანონსა. ენტონი ბლინკენმა მაშინ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. რუსული კანონი. ამასთან მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ დაშინებისა და ძალადობის კამპანია გამოიყენა.
რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოგზაურო სანქცია დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს ათობით მოქალაქეს, მათ შორის ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, მათი ოჯახის წევრებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და კერძო მოქალაქეებს. რამდენ ადამიანს შეეხო სანქცია დაზუსტებით უცნობია, დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საუბარია 30-მდე ადამიანზე. ამასთან, როგორც მან განმარტა, კანონი არ აძლევს უფლებას, ამ პირების ვინაობა გაამჟღავნოს. ვისაც აშშ-ის ვიზა აქვს, მათ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ და ამის შესახებ ეცნობათ, ხოლო ვინც მომავალში გადაწყვეტს შტატებში გამგზავრებას, ვიზას ვერ მიიღებს.