აშშ-მა კიდევ განახორციელა დარტყმა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე

აშშ-მა 16 იანვარს ახალი დარტყმა განახორციელა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე, რაც ბოლო დღეებში მესამე შეტევაა ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ ჯგუფის წინააღმდეგ – აცხადებს -ის ორი ოფიციალური პირი.
ღამით განხორციელებულმა შეტევამ გაანადგურა ჰუთების ოთხი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც წარმოადგენდნენ მწვავე საფრთხეს სავაჭრო და აშშ-ის ფლოტის ხომალდებისთვის რეგიონში – აშშ-ის წარმომადგენელთა ამ სიტყვებს ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო AP.
დარტყმის ფონია ჰუთების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმაზე წითელ ზღვაში მოძრავი ხომალდის წინააღმდეგ. ხომალდი სუეცის არხისკენ მიემართებოდა როცა მას თავს დაესხნენ – აცხადებს საბერძნეთის საზღვაო ვაჭრობისა და კუნძულთა პოლიტიკის სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში