-მა კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთების სამიზნეებზე

19 იანვარს -ის არმიამ კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთი მემაბოხეების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც წითელ ზღვაში ხომალდებზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები – აცხადებს თეთრი სახლი.
“დღეს დილით აშშ-ის ძალებმა სამი წარმატებული თავდაცვითი შეტევა განახორციელეს ჰუთების სამიზნეებზე იემენში” – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.
მიმდინარე კვირაში ეს მეოთხე “პრევენციული დარტყმაა” ჰუთების სარაკეტო დანადგარებზე, ამბობს კირბი და დასძენს, რომ ეს ქმედებები განხორციელდა “თავდაცვითი მოსაზრებით, თუმცა ისინი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების გაზრდას როგორც საბრძოლო, ისე სავაჭრო ხომალდებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო