აშშ-მა ისრაელისთვის სამი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სათვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების, სადივერსიო სამუშაოებისათვის საჭირო საბრძოლო კომპლექტისა და სხვა სახის შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა.
“ამერიკის ხმის” ცნობით, ამ გარიგების შესახებ კონგრესს საგანგებო წესით, პროფილური კომიტეტების მიერ მისი წინასწარი შესწავლის გარეშე ეცნობა. ისრაელი 900-კგიანი ავიაბომბის 35,5 კორპუსს, ამავე წონის 4 ათას ბეტონის მნგრეველ ბომბებსა და ასევე 5 ათას დამიზნების სისტემით აღჭურვილ, 450-კილოგრამიან ბომბებს მიიღებს.
შეიარაღების ძირითადი მიწოდება 2026-2028 წლებშია დაგეგმილი, მაგრამ ნაწილს ისრაელი დაუყოვნებლად მიიღებს. ამავე გარიგების ფარგლებში იგეგმება ასევე 295 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე ერთეული ბულდოზერ Caterpillar D9-ის გადაცემაც.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა საგანგებო პროცედურით დამტკიცდა. -ის ყოფილი პრეზიდენტის ს ადმინისტრაციამ ასევე ადრე გამოიყენა საგანგებო უფლებამოსილებები კონგრესის განხილვის გარეშე ისრაელისთვის იარაღის მიწოდების დასამტკიცებლად.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ბაიდენის მიერ დაწესებული აკრძალვა მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებაზე საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევების შეფასების გარეშე. შემცირდა საზღვარგარეთ გაგზავნილი ამერიკული ჰუმანიტარული დახმარებაც.
· ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· დაჯგუფება ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად არის შერაცხილი.
· პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.