აშშ-მა ვიზებისთვის შესაძლოა,15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოითხოვოს

აშშ იწყებს საპილოტე პროგრამას, რომელიც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული და საქმიანი ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ფულადი გარანტიის შემოღებას ითვალისწინებს.
ფედერალური რეესტრის შეტყობინების თანახმად, პროგრამა -ის საკონსულო ოფიცრებს აძლევს დისკრეციას, მოსთხოვონ ფულადი გარანტია იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, სადაც ვიზების ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელია. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გირაო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, სადაც სკრინინგისა და შემოწმების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა.
შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომელ ქვეყნებს მოიცავს საპილოტე პროგრამა.
საპილოტე პროგრამა 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება. საკონსულო ოფიცრებს გირაოს ქვეშ მყოფი ვიზის განმცხადებლებისთვის სამი ვარიანტი ექნებათ: 5 000 აშშ დოლარი, 10 000 აშშ დოლარი ან 15 000 აშშ დოლარი.
თანხა მოგზაურებს დაუბრუნდებათ, თუ ვიზების პირობებს დაიცავენ.
მსგავსი საპილოტე პროგრამა 2020 წლის ნოემბერში, ტრამპის პირველი ვადის ბოლო თვეებში დაიწყო, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური მოგზაურობის შემცირების გამო ის სრულად არ განხორციელებულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც შესაძლოა, ფულადი სავიზო გარანტია მოსთხოვონ, გამოვლინდებიან „ვიზის ვადის გასვლის შემდეგ დარჩენის მაღალი მაჩვენებლების, სკრინინგისა და შემოწმების ხარვეზების, რეზიდენტობის მოთხოვნის გარეშე მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული შეშფოთებისა და საგარეო პოლიტიკის მოსაზრებების საფუძველზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა – ევროპელი პარტნიორებისგან ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს