აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციას გაეროში პალესტინელთა სახელმწიფოს წევრობის შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში სრულუფლებიან წევრად პალესტინელთა სახელმწიფოს მიღების შესახებ -ის ვეტოს გამო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა.
რეზოლუციის ტექსტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინელთა სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.
გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინელთა სახელმწიფოს.
აშშ-ის პოზიციით, ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას შეიძლება მოჰყვეს პალესტინელთა სახელმწიფოს გაეროში წევრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინ ზატულინი პრემიერის განცხადებაზე – არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ