უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა, რომ აშშ-მ და უკრაინამ უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
„აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებას“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც მოიზიდავს გლობალურ ინვესტიციებს. შეთანხმების ძირითადი დებულებები შემდეგია:
სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. წიაღისეული რესურსები რჩება უკრაინის საკუთრებაში.აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50-ზე პრინციპით და არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმა.ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის ან სახელმწიფო კომპანიების მართვის პროცესებში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში.ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე სახის სასესხო ვალდებულება აშშ-ის წინაშე. შეთანხმების განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს გაზარდოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით.
