-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს , – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.
ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.
„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, – აღნიშნა ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა