ტრამპის ადმინისტრაციამ 8 მაისს გააფორმა სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელსაც თეთრი სახლი “ისტორიულს” უწოდებს, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ დაკონკრეტებული არ არის – წერს Associated Press.
თეთრი სახლის თქმით, შეთანხმება ბრიტანეთის ბაზარს გაუხსნის ამერიკულ საქონლის ხორცის, ეთანოლსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ბრიტანულ ავტომობილებსა და ფოლადს კი უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში საექსპორტოდ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ დამატებითი დეტალები „მომავალ კვირებში“ შემუშავდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, ეს შეთანხმება ათასობით სამუშაო ადგილს დაიცავს ავტოინდუსტრიაში.
ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს 10%-იან ტარიფს დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც ტრამპმა 2 აპრილს დააწესა. ბევრი ეკონომისტი იმედოვნებდა, რომ ტარიფი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მოიხსნებოდა, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ 10%-იანი უნივერსალური ტარიფი, სავარაუდოდ, ნებისმიერი მოლაპარაკებების მინიმალური ზღვარი იქნება.
ფორუმი
