აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.
„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც -მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, მ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.
ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ USS Gravely-მა და USS Carney-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს