აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ შეთანხმებას თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.
„დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გეცოდინებათ რისთვის გამოიყენოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო