აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის კერძო პირებს და კომპანიებს

-მა პირველ მაისს გააფართოვა ს მიმართ დაწესებული სანქციების სია, რომელშიც შევიდა დამატებით 200-მდე ფირმა და კერძო პირი.
სხვათა შორის სანქციები დაუწესდა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საავტომობილო კომპანიას, „პობედას“, ასევე სხვა სუბიექტებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.
სრული სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
საქმე ეხება თებერვლის შემდეგ, როცა ში მოსკოვის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით გაფართოვდა სანქციების სია, აშშ-ის სანქციების უმსხვილეს პაკეტს.
აშშ-მა სანქციები დაუწესა ასევე თურქეთის, ჩინეთის, ს, ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ს კომპანიებს. მათ აშშ ბრალად სდებს რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის დარღვევას.
სიაშია ასევე ბელგიაში, ბრიუსელში მცხოვრები ვიქტორ ლაბინი და მისი ოჯახის წევრები, რომლების საქმიანობის გამოძიების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა გამოცემა The Insider-მა. მის თანახმად, ლაბინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, რომელიც „დასახლდა ბრიუსელში, ევროკომისიის და ნატოს შტაბ-ბინების მახლობლად და რუსეთის თავდაცვას ამარაგებს წარმოებაში შეუცვლელი საკოორდინატო-გამზომი მანქანებით“:
ასევე ნახეთ აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის კომპანიებს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ