-მა ბრიტანეთთან ფარმაცევტულ პროდუქტებზე 0%-იანი ტარიფების შეთანხმება გააფორმა

დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ბრიტანული ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიის -ში ექსპორტზე 0%-იანი სატარიფო შეთანხმება გააფორმეს. აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთისათვის 0%-იანი ტარიფის დაწესების სანაცვლოდ, ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში უფრო მეტს გადაიხდის.
კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში გადასახდელ ფასს 25%-ით გაზრდის. სანაცვლოდ კი გაერთიანებულ სამეფოში წარმოებულ მედიკამენტებზე, მათ ინგრედიენტებსა და სამედიცინო ტექნოლოგიაზე „სექცია 232“-ის სექტორული ტარიფები არ გავრცელდება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გამონაკლისის სტატუსს მიიღებს „სექცია 301“-ის სამომავლო ტარიფებისთვისაც.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს დაეხმარებათ სამედიცინო სექტორში გაზარდონ ინვესტიციები და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას.
ორი ქვეყანა ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებითი მოლაპარაკებების გამართვაზე მიმდინარე წლის მაისში შეთანხმდა. 0%-იანი სატარიფო პირობების მიღების სანაცვლოდ დიდმა ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ქვეყანაში ამერიკული და არამხოლოდ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს გააუმჯობესებს, რაც უპირველესად რეგულაციების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ს მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფების კანონიერების საკითხი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განიხილება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ცდილობს.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ტარიფებს სხვა სამართლებრივი ბერკეტებით შეცვლიან. აშშ-ის 1962 წლის სავაჭრო გაფართოების აქტის „სექცია 232“ და 1974 წლის სავაჭრო აქტის „სექცია 301“ სწორედ ასეთ სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს. აშშ-ის უზენაესი სასამართლო საბოლოო განაჩენს რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს.
წყარო: forbes.ge