აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთისა და და ბელარუსის 13 ფიზიკური პირი და 20 კომპანია. განახლებული სია ამერიკის უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვების სიაში სხვათა შორის შევიდა შვედეთის მოქალაქე, პერმში დაბადებული სერგეი სკვორცოვი. შვედეთში მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, მაგრამ ის გაამართლეს.
აშშ-ის სანქციების სიაში მოყვა ასევე ბელორუსი ბიზნესმენები ალიაქსანდრ შაკუტინი, პაველ ტოპუზიდისი და ვიქტარ პეტროვიჩი. ვაშინგტონი მათ „ალიაქსანდრ ლუკაშენკას საფულეებს“ უწოდებს.
შეზღუდვები შეეხო ბელარუსის წითელი ჯვრის გენერალურ მდივანს, ძმიტრი შევცოვს. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ის კავშირშია უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს.
კომპანიებს შორის, რომლებიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ, შევიდნენ ბელარუსის საწარმოები, რომლებიც რუსეთის თავდაცვით მრეწველობასთან არიან დაკავშირებული.